ქართული ღვინო

ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქართული ღვინის ექსპორტის შედეგები შეაჯამეს. 1 მარტის მონაცემებით ბოთლის ღვინის ექსპორტი 2011 წლის ამ პერიოდთან შედარებით 8.5%-ით არის გაზრდილი. ყველაზე დიდი რაოდენობით - 175.572 ბოთლი - ქართული ღვინო პოლონეთში გავიდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ია ჯანაშიას განმარტებით ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა პოლონეთში, ლატვიაში, ჩინეთში და ესტონეთში. ”ეს ბაზრები პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენციები მომავალშიც საკმაოდ მაღალი იქნება. ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონკურსზე და ჯილდოებიც დაიმსახურეს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების მაღალ ხარისხს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციას და ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა ია ჯანაშიამ.

კომენტარები