გამოფენა-გაყიდვა

საქველმოქმედო აქცია-ხელოვნები ხელოვნებისათვის

22 მარტს, 18:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების, ინტერიერის აქსესუარების და ქალის სამკაულების გამოფენა-გაყიდვა.

გაყიდული ნივთებიდან მოგროვებული თანხა, „კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრს“ გადაეცემა ქველმოქმედების სახით.

2010 წლის ივლისში გაჩენილმა ხანძარმა, „კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში“ სრულად გაანადგურა თეატრალური კოსტიუმები და სადიზაინერო სახელოსნო.

საქველმოქმედო საღამოს თავად „კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის“ მსახიობები გააფორმებენ, აქცია რომელიც კინოთეატრ ამირანში გაიმართება ასევე ეძღვნება თეატრის საერთაშორისო დღეს, რომელიც 27 მარტს აღინიშნება.

თეატრის საერთაშორისო დღეს 1961 წლიდან აღნიშნავენ და ის მიზნად ისახავს თეატრის მოღვაწეთა დაახლოებას მთელ მსოფლიოში.

 

კომენტარები