კინო

ვუდი ალენის ახალი ფილმი - სიყვარულით რომში

წლის ვუდი ალენი პენსიაზე გასვლას არ აპირებს და კვლავ ყველაზე აქტიურ რეჟისორად რჩება. წელს ფილმების, ”ენი ჰოლი”, ”მანჰეტენი”, ”შუაღამე პარიზში” , შემქმნელი ახალ ნამუშევარს, ”სიყვარულით რომში”, გამოუშვებს. ვუდი ალენი აგრძელებს ევროპაში ”მოგზაურობას”, ბარსელონასა და პარიზის შემდეგ ის მარადიულ ქალაქზე გადაიღებს ფილმს. ნამუშევარი ოთხი ნაწილისგან შედგება, ორი იტალიურ ენაზეა, ორი ინგლისურად. პირველი ორი სეგმენტი იტალიელებზე მოგვითხრობს, ინგლისური სეგმენტები კი რომში უცხოელებზე.

 ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ვუდი ალენი კვლავ ითამაშებს თავის ფილმში. ბოლოს ვუდი ალენმა 2006 წელს ”სენსაციაში” მიიღო მონაწილეობა. ”სიყვარულით რომში” რეჟისორთან ერთად მთავარ როლებს შეასრულებენ : რობერტო ბენინი,  პენელოპე კრუსი, ელენ პეიჯი, ალეკ ბოლდუინი, ჯესი ეიზენბერგი,  ორნელა მუტი.

 ფილმი აშშ-ში 2012 წლის 22 ივნისს გამოვა.

კომენტარები