ეკონომიკური სამიტი

ბარამიძე: საქართველოს შეუძლია გახდეს მწვანე ენერგიის მსხვილი მწარმოებელი

ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს ევრაზიის მე-15-ე ეკონომიკურ სამიტში. ის სიტყვით გამოვიდა ენერგეტიკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სესიაზე და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ ეკონომიკურ წარმატებებზე ისაუბრა. გიორგი ბარამიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ენერგეტიკის სატრანზიტო ქვეყნის როლზე და ქვეყნის შესაძლებლობებზე, გახდეს „მწვანე ენერგიის“ (ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის) ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი.

 ევრაზიის მე-15-ე ეკონომიკური სამიტის მუშაობაში მონაწილეობენ ალბანეთის, მაკედონიისა და მონტენეგროს პრეზიდენტები, ასევე, ბოსნია და ჰერცეგოვინას პრემიერ მინისტრი, მაკედონიის ვიცე პრემიერ-მინისტრი, ასევე, ავსტრიის, აშშ-ს, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, უნგრეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ესტონეთის, რუმინეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების სხვადასხვა სფეროს მინისტრები და პარლამენტის წევრები .

 

კომენტარები