Summer Job

დასაქმების პროგრმაში ჩართული სტუდენტები პლასტიკურ ბარათებს მიიღებენ

„Summer Job“-ში მონაწილე ყველა სტუდენტი, საქართველოს ბანკის მიერ დამზადებული პლასტიკური ბარათის მეშვეობით, შეძლებს პროგრამის ფარგლებში გამომუშავებული თანხის მიღებას. ბარათით ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ანგარიშსწორების განხორციელება, როგორც საქართველოს ისე, საზღვარგარეთის სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატში.

შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ბანკს შორის გაფორმდა. 

სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან მიწოდებული ელექტრონული ბაზის საფუძველზე, სადაც მომხმარებლის მონაცემები, კერძოდ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია და რეგისტრაციის კოდი იქნება თავმოყრილი, მოხდება სტუდენტებისათვის ანგარიშის გახსნა და ბარათების დამზადება. სტუდენტი პლასტიკურ ბარათს მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ბანკის სერვისცენტრში მიიღებს.

 

კომენტარები