პროგრამა - „შენარჩუნება“

პროგრამა - „შენარჩუნება“ სამშობიარო სახლებში არსებული ვითარების შესახებ

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულმა პროგრამა „შენარჩუნებამ“ (JSI) საქართველოს სამშობიარო სახლებში მოქმედი თანამედროვე ეფექტური პენიტალური მოვლის პრინციპების დანერგვის შედეგად მიღებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

პროგრამა „შენარჩუნების“ მხარდაჭერით საქართველოს 29 წამყვან სამშობიარო სახლში განხორციელებულმა პენიტალური მოვლის პრინციპებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა არსებულ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხი, შესამისად, დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის გამოსავალი. კერძოდ, შემცირდა მშობიარობის შემდგომი სისხლდენები 9%-დან 1%-მდე, ახალშობილთა ასფიქსიები 7%-დან 1%-მდე, აგრეთვე, ახალშობილთა ტრავმატიზმი. შემცირდა დაუსაბუთებელი სამედიცინო ჩარევები მშობიარობის პროცესში (ეპიზიოტომიები შემცირდა 70%-დან 6%-მდე, მშობიარობის სტიმულაციები 30%-დან 3%-მდე).

ეფექტური პენიტალური მოვლის პრინციპების დანერგვის შედეგად სამედიცინო დაწესებულებებში დანახარჯების შემცირება მოხდა 25%-ით შემცირებული გართულებებისა და დაუსაბუთებული სამედიცინო ჩარევების ხარჯზე.

 

კომენტარები