ნიკა რურუა

ნიკა რურუა სამთავრობო საათზე

 

პარლამენტში, სამთავრობო საათზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე მხოლოდ ხელშეკრულების პროექტი არსებობს. მინისტრის თქმით, ჯერჯერობით მოლაპარაკება გრძელდება და სტენოგრამული მიწერ–მოწერის, საქმიანი საუბრების საზოგადოებისთვის გაცნობა მოლაპარაკებების პროცესს ჩაშლის. მინისტრის თქმით, როცა შედეგი მიღწეული იქნება, ის საჯარო გახდება.

გარდა ამისა, მინისტრმა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადება უარყო, რომლის თანახმად, საქართველოს ისტორიული ძეგლების გადარჩენის საკითხზე თურქეთთან მოლაპარაკებები საპატრიარქოს გვერდის ავლით მიმდინარეობს. „თურქეთში მოლაპარაკებების გასამართად წასვლამდე პირადად შევხვდი უწმინდესს, მისი აზრი მოვისმინე და იქიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენი მოლაპარაკებების შედეგი გავაცანი. იმედი მაქვს, რომ წერილში ამ კითხვის შეტანა თქვენი არაინფორმირებულობის ბრალია და არა ფაქტების შეგნებული დამახინჯების”. რურუამ განაცხადა, რომ მიუხედავად ეკლესიისადმი პატივისცემისა ოშკის საკითხის გადაწყვეტა ხელისუფლების საქმეა, რადგან საქართველო სეკულარული სახელმწიფოა.

 

 

კომენტარები