მემორანდუმი

მემორანდუმი საქართველოსა და პოლონეთს შორის

საქართველოს უშიშროების საბჭოსა და პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტი ორ ქვეყანს შორის უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას, გამოცდილებების გაზიარებას და ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებს.

პოლონეთის დელეგაცია საქართველოში გიგა ბოკერიას ოფიციალური მოწვევით იმყოფება, ვიზიტი 2-დღიანია. პოლონეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან.

 

კომენტარები