სომეხთა სათვისტომო

თბილისის სომეხთა კავშირმა საქართველოს პატრიარქს მიმართა

თბილისის სომეხთა კავშირმა პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს მიმართა. წერილობით მიმართვაში ნათქვამია, რომ 24 აპრილს პარლამენტში მომხდარი ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომელიც  სომხურ და აზერბაიჯანულ სათვისტომოების დაპირისპირებას ისახავდა მიზნად.

”ჩვენი თანამემამულენი- სომხური და აზერბაიჯანელი თემების წევრები  მშვიდობასა და თანხმობაში ცხოვრობდნენ,მხარდამხარ მუშაობდნენ, მწუხარებასა და სიხარულს თანაბრად იყოფდნენ. ამ კეთილმეზობლური ურთიერთობის სიმბოლო ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი რელიგიური სიწმინდეები, რომლებიც თბილისის მეიდანზეა განლაგებული,სადაც ისტორიულად მუსლიმანი მოსახლეობა ჭარბობს.’’ -ნათქვამია პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილში.

24 აპრილს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი კონფლიქტი ოპოზიციის წევრ ჯონდი ბაღათურიას გამოსვლას მოჰყვა, რომელიც სომეხთა  გენოციდის საკითხს ეხებოდა.  მაშინ,  დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა გააკეთა განცხადება, რომლითაც სახალხო დამცველის შეფასებით ”განსხვავებული ეთნიკური ნიშანი, შეურაცხმყოფელ კონტექსტში წარმოაჩინა და ოპონენტის დისკერდიტაცია ამ გზით სდაცა.”

ბაღათურია საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარების წინააღმდეგ გამოვიდა და თქვა, რომ სომეხ მოქალაქეებსაც აქვთ უფლება საქართველოს სომეხთა გენოციდის აღიარება მოსთხოვონ. ამ გამოსვლას მოჰყვა ჩხუბი ბაღათურიასა და დეპუტატ აზერ სულეიმანოვს შორის, რის შემდეგაც სულეიმანოვი მიკროფონთან მივიდა და განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენი სომეხი კოლეგა, ბატონი ჯონდი ბაღათურიანი, თავის სომხურ აზრზე დარჩა.“

 

კომენტარები