ქართული ოცნება

ფანჯიკიძე გალში ჩაშლილი შეხვედრის შესახებ

დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ალასანიას ცნობილმა ბრალდებამ ხელისუფლების მიმართ ხელი შეუწყო  გალში დაგეგმილი   შეხვედრის ჩაშლას და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის აფხაზეთში „არასასურველ პირად“ გამოცხადებას.

„აფხაზური მხარის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ანჟეი ტიშკევიჩის არასასურველ პერსონად გამოცხადების დაკავშირება ირაკლი ალასანიას განცხადებასთან უსინდისობა და უზნეობაა.“ - განაცხადა ფანჯიკიძემ. ასევე, მისივე თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებზე კონკრეტული შედეგი არასდროს ყოფილა მიღებული.

გალში დაგეგმილ  შეხვერას წინ უსწრებდა ირაკლი ალასანიას განცხადება, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება სამეგრელოს რეგიონში  ქმნის „არაფორმალურ შეიარაღებულ ჯგუფებს.“ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ   თავის განცხადებაში (რომელშიც ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება ანდჟეი ტიშკევიჩის აფხაზეში „არასასურველ პირად“ გამოცხადების შესახებ)  აღნიშნა, რომ ტიშკევიჩმა „უყურადღებოდ დატოვა საქართველოს ტერიტორიაზე არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების შექმნის პროცესი.“

ტრადიციულ ბრიფინგზე ფანჯიკიძემ აგრეთვე, აღნიშნა, რომ მაისის აქციით „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის დაწყებას გეგმავს. მისი თქმით,  კოალიცია აქციის ჩატარების ორ ვარიანტს განიხილავს - ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი ან მიხეილ მესხის სახელობის არენა, 26 ან 27 მაისი. 

კომენტარები