მაგნიტსკის საქმე

პარლამენტში მაგნიტსკის აქტთან დაკავშირებული ინიციატივა მისაღებად მიაჩნიათ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით,  კოალიცია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა "მაგნიტსკის აქტთან" დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში მისაღებად მიაჩნიათ.

კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტმა ასეთი რეკომენდაციით ევროპულ სახელმწიფოებს მიმართა და ე.წ. შავი სია არსებობს, სადაც ის თანანმდებობის პირები შედიან, რომლებიც მაგნიტსკის საქმის დეტალებს უკავშირდებიან.

კუბლაშვილის თქმით, შესაძლოა იურისტ სერგეი მაგნიტსკის ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას.

კოალიციამ „ევროპული საქართველოსთვის“ პარლამენტს მიმართვა გადაუგზავნა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს რუსეთის იმ თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას სთხოვს, რომლებიც სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავეებად მოიაზრებიან.

იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის 16 ნოემბერს მოსკოვის ციხე „ბუტირკაში“ წამების შედეგად გარდაიცვალა.

 

კომენტარები