ჰოლანდია

ჰოლანდიაში მარიხუანის გაყიდვა შეიზღუდება

დღეიდან ჰოლანდიაში მარიხუანის, იგივე კანაბისის გაყიდვის შეზღუდვა იწყება. ამსტერდამის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, თუმცა მომავალი წლიდან შეზღუდვა ჰოლანდიის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება.

ამ დრომდე ჰოლანდიაში კანაბისის ყიდვა ქვეყანაში მყოფ ნებისმიერ ადამიანის შეეძლო და მისი მცირე რაოდენობით შეძენა დეკრიმინალიზებული იყო. ახალი პოლიტიკის ამოქმედების შედეგად, მარიხუანის შეძენა სპეციალური ,,მარიხუანის ბარათებით’’ მხოლოდ ჰოლანდიის მოქალაქეებს შეეძლებათ. თავდაპირველად შეზღუდვა ქვეყნის სამხრეთ ნაწილზე გავრცელდება, შემდეგ კი მთელი ქვეყანის ტერიტორიაზე ამოქმედდება.

ჰოლანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოქალაქეთა ნაწილი ემხრობა, იმ მოტივით, რომ მობეზრდათ ნარკო-დილერებითა და უცხოელი ტურისტებით სავსე ხმაურიანი ქუჩები. ქვეყნის სამხრეთში მდებარე კაფეების მეპატრონეებმა გადაწყვეტილების გაპროტესტების მიზნით სასამართლოს მიმართეს, თუმცა მათი პროტესტი არ დაკმაყოფილდა. 

კომენტარები