პოლიტიკური რეიტინგი

IRI-ის კვლევის რამდენიმე შედეგი

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI), საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევა ჩაატარა. ინტერპრესნიუსის მიხედვით, რამდენიმე შედეგი უკვე ცნობილია.

ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მხარს დაუჭერდა რესპონდენტების 37%, ქართული ოცნების კანდიდატს - 19%, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატს - 10%.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებიდან, რესპონდენტთა 28% ენდობა გიორგი თარგამაძეს, 21% - ბიძინა ივანიშვილს.

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა პოლიტიკური პარტიების რეიტინგები კვლევებისა და კონსულტაციების ამერიკული ორგანიზაციის - GALLUP- ის მეშვეობით იკვლია. 

კომენტარები