ლონდონის ოლიმპიური თამაშები

ლონდონი 2012: საქართველოს 25-ე ლიცენზია

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. მძლეოსანმა მაიკო გოგოლაძემ ბულგარეთის ღია ჩემპიონატზე სიგრძეზე ხტომაში ოქროს მედალი მოიპოვა და ოლიმპიადაზე ასპარეზობა გაინაღდა.

მაიკო გოგოლაძე 25-ე სპორტსმენია, ვინც ლონდონში საქართველოს ღირსებას დაიცავს.

აქამდე ოთხწლეულის მთავარი სპორტული თამაშების ლიცენზიები ამ სპორტსმენებმა მოიპოვეს:

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა); ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა); ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა); მერაბ თურქაძე (კრივი); გია მაჭავარიანი, რაულ ცირეკიძე, ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა); მანუჩარ ცხადაია, ზურაბ დათუნაშვილი, სოსო ჯაბიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); დავით მოძმანაშვილი, მალხაზ ზარქუა, დავით მარსაგიშვილი, დავით ხუციშვილი, გიორგი გოგშელიძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ოთარ თუშიშვილი (ყველა თავისუფალი ჭიდაობა); ლაშა შავდათუაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ლომერ ჟორჟილიანი ან ირაკლი ცირეკიძე, ადამ ოქრუაშვილი ან ზვიად ხანჯალიაშვილი, ამირან პაპინაშვილი ან ბეთქილ შუკვანი (ძიუდო).

 

კომენტარები