რუსეთი

რუსეთის მოქალაქე "ჰომოსექსუალობის პროპაგანდისთვის" დააჯარიმეს

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველი ნიკოლაი ალექსეევი "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისათვის" 5000 რუბლით დააჯარიმა.

აღნიშნული შემთხვევა პირველი პრეცენდენტია, როდესაც მოქალაქე ცოტა ხნის წინ მიღებული კანონის დარღვევისათვის დაჯარიმდა. 30 მარტს პეტერბურგში კანონი შევიდა ძალაში, რომლის თანახმადაც, არასრულწლოვანთა შორის ჰომოსექსუალობის აგიტაცია იკრძალება.

12 აპრილს ალექსეევი პეტერბურგის ადმინისტრაციის შენობასთან დააკავეს. მას ხელში აბრა ეჭირა, რომელზეც შემდეგი წარწერა იყო გამოსახული: - ”ჰომოსექსუალიზმი - ეს გარყვნილება არაა.”

ალექსეევის განცხადებით, იგი აღნიშნული კანონის გასაჩივრებას რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში აპირებს.

 

კომენტარები