ჩოგბურთი

ენდი მარეი მადრიდის მასტერსს გამოტოვებს

შოტლანდიელი ჩოგბურთელი ენდი მარეი მადრიდის მასტერსის ტურნირს გამოტოვებს: მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა ამის შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადა.

მარეი, რომელიც კორტზე ბოლოს 27 აპრილს გავიდა - ბარსელონას ტურნირის მეოთხედფინალში დამარცხდა მილოშ რაონიჩთან 4:6, 6:7 - მინიმუმ ორ კვირას გამოტოვებს. სპორტსმენის თქმით, ზურგის ტრავმის მკურნალობას დაახლოებით 10-12 დღე დასჭირდება.

მადრიდის მასტერსის ტურნირი ორშაბათს იწყება. ორგანიზატორებმა ტრადიციული წითელი საფარი ლურჯით შეცვალეს, რამაც არაერთი მოთამაშე გაანაწყენა.

კომენტარები