საკონსტიტუციო ცვლილება

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებას 112 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

2014 წლის პირველ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან.

საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორები ქრისტიან-დემოკრატები საპარლამენტო უმრავლესობას არ ეთანხმებიან. გიორგი თარგამაძის განცხადებით, საკუთარ ვარიანტს ისინი მეორე მოსმენაზე წამოაყენებენ. მათი ალტერნატიული პროექტის თანახმად, საქართველოს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების მისაღებად ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქისთვის სხვა კრიტერიუმებთან ერთად, საკმარისი იქნება, რომ 10 წლიდან საქართველოში მუმდივად მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდეს.

 

კომენტარები