თბილისი

თბილისში საბაგირო გზა იხსნება

თბილისში, ევროპის მოედნის და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა იხსნება, რომელსაც ამჟამად გამოცდა უტარდება. მშენებლობა იტალიური კომპანია ლაიტნერის მიერ დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო.

საბაგიროს შვიდი კაბინა აქვს, მათგან ერთ-ერთის ძირი გამჭირვალეა. თითოეულ კაბინას რვა მგზავრის გადაყვანა შეუძლია და მათი სკამები თბილისის ხედებით არის გაფორმებული.

თბილისი განვითარების ფონდის მთავარი არქიტექტორის, მანუჩარ მახათაძის განცხადებით, მგზავრობის ღირებულება სავარაუდოდ 1 ლარი იქნება.

საბაგირო 12 მაისს ამუშავდება.

 

კომენტარები