პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაულო ბენტუმ ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებში მიიწვია.
პორტუგალიელები B ჯგუფში იასპარეზებენ: 9 ივნისს ლვოვში გერმანიას დაუპირისპირდებიან, 13 ივნისს იქვე დანიას გაეჯიბრებიან, 17 ივნისს კი ხარკოვში ჰოლანდიას შეხვდებიან.
მეკარეები: ედუარდო (ლისაბონის ბენფიკა), რუი პატრისიუ (ლისაბონის სპორტინგი), ბეტუ (კლუჟის ჩფრ 1907, რუმინეთი)
მცველები: ჟოაო პერეირა (ლისაბონის სპორტინგი), ფაბიო კოენტრაუ (მადრიდის რეალი, ესპანეთი), ბრუნო ალვეში (სანკტ-პეტერბურგის ზენიტი, რუსეთი), როლანდო (პორტუ), რიკარდო კოშტა (ვალენსია, ესპანეთი), პეპე (მადრიდის რეალი, ესპანეთი), მიგელ ლოპესი (ბრაგა)
ნახევარმცველები: რაულ მეირელეში (ლონდონის ჩელსი, ინგლისი), მიგელ ველოსო (ჯენოა, იტალია), ჟოაო მუტინიუ (პორტუ), რუბენ მიკაელი (სარაგოსა, ესპანეთი), კარლოს მარტინში (გრანადა, ესპანეთი), კუსტოდიუ (ბრაგა)
თავდამსხმელები: ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის რეალი, ესპანეთი), უგო ალმეიდა (სტამბულის ბეშიქთაში, თურქეთი), რიკარდო კუარეშმა (სტამბულის ბეშიქთაში, თურქეთი), სილვესტრე ვარელა (პორტუ), ელდერ პოსტიგა (სარაგოსა, ესპანეთი), ნელსონ ოლივეირა (ლისაბონის ბენფიკა)