საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები

გუნდმა შეკრება დაიწყო

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 1 ივნისს ბელარუსში მასპინძელ თანატოლებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, 5 ივნისს კი ტალინში, ესტონელ 21-წლამდელებთან მატჩით ევრო 2013-ის საკვალიფიკაციო ტურნირს დაიწყებს.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ დღეს ნაკრებში მიწვეული ფეხბურთელები დაასახელა:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე (ცხინვალის სპარტაკი), გიორგი ბეგაშვილი (გაგრა), დავით ლეგაშვილი (უგუნდოდ)

მცველები: მამუკა კობახიძე (ზესტაფონი), ავთანდილ ბრაჭული, საბა კვირკველია (ორივე ყაზანის რუბინი, რუსეთი), ნიკა კვეკვესკირი, არჩილ ტვილდიანი (თბილისის დინამო), ნიკა აფაქიძე (ზუგდიდის ბაია), ლაშა კალანდაძე (გაგრა)

ნახევარმცველები: ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი (თბილისის დინამო), თემურ შონია (ცხინვალის სპარტაკი), ზაქარია ბეგლარიშვილი (ტალინის ფლორა, ესტონეთი), ლევან ყენია (უგუნდოდ), ვალერი ყაზაიშვილი (არნემის ვიტესი, ჰოლანდია), ნიკა ძალამიძე, მერაბ გიგაური (იაგიელონია, პოლონეთი), მიხეილ სარდალიშვილი, გიორგი ჯგერენაია (გაგრა), ლაშა გვალია (ფოთის კოლხეთი)

თავდამსხმელები: თემურ შარაშენიძე, ლაშა ჩაფიძე (ცხინვალის სპარტაკი), თორნიკე ოქრიაშვილი (მარიუპოლის ილიჩოვეცი, უკრაინა), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკა საბანაძე (ქუთაისის ტორპედო), დავით სხირტლაძე (ორჰუსი, დანია), ლაშა კუკავა (ზუგდიდის ბაია)

კომენტარები