ევრო 2012

ესპანეთის ნაკრები

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის მიიწვია.

ესპანელები C ჯგუფში იასპარეზებენ: 10 ივნისს გდანსკში იტალიას შეხვდებიან, 14 ივნისს იქვე დაუპირისპირდებიან ირლანდიას, 18 ივნისს კი გდანსკშივე შეხვდებიან ხორვატიას.

მეკარეები: იკერ კასილიასი (რეალი), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა), პეპე რეინა (ლივერპული, ინგლისი)

მცველები: სერხიო რამოსი (რეალი), ხერარდ პიკე (ბარსელონა), ხორდი ალბა (ვალენსია), ალვარო არბელოა (რეალი), რაულ ალბიოლი (რეალი), ხუანფრანი (ატლეტიკო), ხავი მარტინესი (ატლეტიკი)

ნახევარმცველები: ხავი (ბარსელონა), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), ხაბი ალონსო (რეალი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), სანტი კასორლა (მალაგა), ხესუს ნავასი (სევილია), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)

თავდამსხმელები: ფერნანდო ლიორენტე (ატლეტიკი), ხუან მატა (ჩელსი, ინგლისი), ფერნანდო ტორესი (ჩელსი, ინგლისი), პედრო როდრიგესი (ბარსელონა), ალვარო ნეგრედო (სევილია)

კომენტარები