სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის რეკომენდაცია სანდრო სარდარიანთან დაკავშირებით

დღეს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა და გაესაუბრა  15 წლის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბრალდებულ სანდრო სარდარიანს, რომელიც #18  სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.  
  
სახალხო დამცველის ვებ გვერდზე ნათქვამია:  „საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს უზრუნველყოს სარდარიანის შესაბამისი პროფილის დაწესებულებაში განთავსება, სრულწლოვანი პატიმრებისგან განცალკევებით, სადაც დაკმაყოფილებულ იქნება მისი ყველა საჭიროება.“

სანდრო სარდარიანი 17 მაისს, კოსტავას ქუჩაზე მდებარე „ნიკორას“ მაღაზიაში, ერთი ბოთლი ლუდის ქურდობისთვის დააკავეს და სასამართლოს გადაწყვეტილებით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამას წინ უძღოდა სარდარიანის მიერ თბილისის ერთ–ერთ ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანება. სანდრო სარდარიანის მამის განცხადებით, მაშინ პატრულის თანამშრომლებს მისი ჯანმრთელობის საბუთები წარუდგინეს და იგი არ დაუკავებიათ.

გოცირიძის სახელობის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის, საექიმო კომისიის დასკვნაში, რომელიც სანდრო სარდარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს აღწერს,  წერია – „გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა, ქცევის აშლით და მეტყველების დაქვეითებით“.

 

 

 

კომენტარები