ეგვიპტე მუბარაქის შემდეგ

საპროტესტო გამოსვლები კაიროში გრძელდება

კაიროს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, გასულ ღამეს, თაჰრირის მოედანზე კვლავ ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. BBC-ი იუწყება, რომ ეგვიპტელების აღშფოთება ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესს მოჰყვა.
საქმე იმაშია, რომ მუბარაქს გუშინ სასამართლომ დემონსტრანტების მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა მისი რეჟიმის სხვა მაღალშინოსნებს, რომელბიც მუბარაქთან ერთად წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.  
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი მაღალი თანამდებობის პირი და კიდევ ორი უშიშროების სამსახურის უფროსი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. 
კაიროს გარდა დემონსტრაციები ალექსანდიასა და სუეცში გაიმართა. 
ამ მოვლენების პარალელურად, უკმაყოფილო მოქალაქეების ნაწილი ეგვიპტის პრეზიდენტობის კანდიდატის, აჰმედ შაფიქის შტაბ-ბინაშიც შეიჭრა. შაფიქი, ჰოსნი მუბარაქის უკანასკნელი პრემიერ მინისრი იყო. 

კომენტარები