გარემოს დაცვა

მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

მსოფლიო 5 ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დღევანდელ თარიღს გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და გაეროს წარმომადგენლობასთან ერთად აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით, 18:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ მწვანე სცენა მოეწყობა, სადაც მსოფლიოში ცნობილი ქუჩის ცოცხალი მუსიკის შემსრულებელი DUB FX წარმოდგენას გამართავს. გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე კონცერტზე თავად დაუკრავს.

20:00 საათზე სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში დასკვნითი ოფიციალური საზეიმო მიღება გაიმართება. ღონისძიებაზე გოგა ხაჩიძე გარემოსდაცვით სფეროში მრავალწლიანი აქტიური მონაწილეობისთვის "მწვანე ადამიანებს" დააჯილდოებს. აგრეთვე, გაიხსნება ფოტოგამოფენა "საქართველოს ბიომრავალფეროვნება".

წელს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 39-ედ აღინიშნება. გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას.

 

კომენტარები