ანგარიში

გაერომ ბავშვთა სიკვდილიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

გაეროს მიერ ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზების შესახებ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ორ მილიონზე მეტი ბავშვი პნევმონიითა და დიარეით იღუპება.

გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის ექსპერტების კვლევების მიხედვით, აღნიშნული დაავადებები ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზთა სიაში პირველ ადგილას არის. დოკუმენტის თანახმად, 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის ერთ მეოთხედზე მეტიც პნევმონიითა და დიარეით არის განპირობებული.

ექსპერტების განცხადებით, აღნიშნული დაავადებების გავრცელების მთავარი ფაქტორი სიღარიბე და ცხოვრების დაბალი დონეა. ანგარიშის მიხედვით, ჰიგიენის ელემენტარული წესების დაუცველობა და სუფთა წყლის არქონა ბავშვთა სიკვდილიანობის თვალსაზრისით ყველაზე ცუდ მდგომარეობას  პაკისტანში, ინდოეთსა და აფრიკის ქვეყნებში იწვევს.

 

კომენტარები