პროკურატურა

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ, იუსტიციის მინისტრმა დღეს მოაწერა ხელი.

მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეობამდე, დავით საყვარელიძე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი, შემდეგ კი თბილისის პროკურორი იყო.

დავით საყვარელიძე მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ 2009 წლიდან ამ დრომდე მუშაობდა. 

კომენტარები