სირიის რეჟიმი

წითელი ჯვარი: სირიაში ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, სირიის სხვადასხვა რაიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ხოლო ქვეყნის რამდენიმე ნაწილში ოპოზიციისა და მთავრობის სამხედრო ძალებს შორის შეტაკებები და დაპირისპირებები  მკაცრ ფორმებში გადაიზარდა.

წითელი ჯვრის წარმომადგენლის ცნობით, უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ასობით ადამიანმა დატოვა ქალაქი ჰომსი, რომელიც ხელისუფლების სამხედრო ძალების მიერ რეგულარულად იბომბება.

ცოტა ხნის წინ ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ ჰაფასთან თავდასხმა გაეროს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებზეც განხორციელდა. ჯერჯერობით უცნობია, რომელმა დაპირისპირებულმა მხარემ გაუხსნა მათ ცეცხლი.

გუშინ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ რუ­სე­თი ბა­შარ ალ-ასადის მთავრობას თავ­დას­ხმის­თვის გან­კუთ­ვნილ სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნებს უგ­ზავ­ნის. მისი თქმით, რუსეთის ქმედება კონფლიქტის მნიშვნელოვან ესკალაციას გამოიწვევს. 

სამშვიდობო ოპერაციებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის, ერვე ლადსუს შეფასებით, სირია სამოქალაქო ომის მდგომარეობაში იმყოფება. 

 

კომენტარები