საქართველო-რუსეთი

რუსეთის ტერიტორიაზე მყოფ 9 ათას ქართველს დეპორტაცია ემუქრება

რუსეთის საიმიგრაციო სამსახური იუწყება, რომ სასამართლოს რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი 9 ათასი ქართველის საქმეს გადასცემს.

ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის უფროსი კონსტანტინ რომოდანოვსკი აცხადებს, რომ 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია კანონიერი ქმედება იყო და ასევე დეპორტირებული იქნება დამატებით 9 ათასი ქართველი.

,,ამ დროისთვის რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს 9 000 მოქალაქე იმყოფება, რომელთაც ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის კანონით დაშვებულ ვადას, 90 დღეს გადააჭარბეს, ჩვენ მათ მოვძებნით და სასამართლოს გადავცემთ.’’-აცხადებს კონსტანტინ რომოდანოვსკი.

საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშრებით სტრასბურგის სასამართლო ბოლო სხდომას დღეს მართავს, გადაწყვეტილებას კი რამდენიმე თვეში გამოაცხადებს.

ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს რუსეთის წინააღმდეგ საჩივრით 2007 წელს მიმართა. 

კომენტარები