სირიის რეჟიმი

Amnesty International სირიის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International სირიაში მიმდინარე დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გამოქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა დანაშაული, რომელთანაც შესაძლოა კავშირი სამხედრო მოსამსახურეებს ჰქონდეთ, კვლავ დაუსჯელი რჩება.

ორგანიზაციის განცხადებით, „მათ ხელთ აღმოჩნდა შემაშფოთებელი მტკიცებულებები იმისა, რომ სირიის ხელისუფლების პოლიტიკად კვლავაც რჩება ფართომასშტაბიანი და სისტემატური ძალადობა, რათა დააშინონ და სამაგიერო გადაუხადონ ყველას, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს.“

Amnesty International აგრეთვე, მოუწოდებს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რათა სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს, ქვეყანაში სისხლისღვრა შეწყდეს და ძალადობაში ბრალდებულნი დაისაჯონ.

ლონდონში მომუშავე სირიელი უფლებადამცველების მიერ გავრცელებული ცნობით, ოთხშაბათს, სირიის უსაფრთხოების ძალების მიერ რასტანში განხორციელებული შეტევის შედეგად, სულ 40–მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები.

 

 

კომენტარები