უმცირესობები

ლგბტ აქცია უკრაინის საელჩოსთან

ორგანიზაცია იდენტობამ დღეს უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრაციის მონაწილეები უკრაინაში ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ მიღებულ კანონს აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც, ქვეყნის მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლება აეკრძალებათ. ორგანიზაციის წამომადგენლების განცხადებით, აღნიშნული აქციით ისინი უკრაინელ მეგობრებს მხარდაჭერას უცხადებენ.

კომენტარები