არჩევნები 2012

გიორგი თარგამაძე - ქდმ-ს საარჩევნო სიის პირველი ნომერი

ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი თარგამაძე იქნება. მისივე განმარტებით, მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პირველ ივლისამდე მიიღებენ. იქნებიან თუ არა ინგა გრიგოლია, ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია მაჟორიტარობის კანდიდატები ლევან ვეფხვაძემ პასუხისგან თავი შეიკავა.

კომენტარები