გლობალ-TV

ეკა ზღულაძე: ამომრჩევლის მოსყიდვა დანაშაულია და კანონით ისჯება

დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ, გლობალ TV-ს ანტენების დაყადაღების საკითხზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამომრჩევლების მოსყიდვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მცდელობასთან დაკავშირებით, შსს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას გააგრძელებს.

,,გუშინ პოლიციამ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების პროცესში დააყადაღა დასაწყობებული სატელიტური ანტენები. ამ საქმეს მედიის ხელმისაწვდომობასა სხვა ამდაგვარ თემებთან საერთო არაფერი აქვს. საქმე ეხება ძალიან კონკრეტული პოლიტიკური ამბიციების მქონე პირის მიერ, საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში ამომრჩევლისთვის კონკრეტული მატერიალური ქონების უფასოდ გადაცემას -ამომრჩევლის მოსყიდვას, რაც დანაშაულია და კანონით ისჯება. ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მკაფიო და მკაცრ, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას არჩევნების გაყალბების, ამომრჩეველთა მოსყიდვის ნებისმიერ მცდელობასთან დაკავშირებით.’’-განაცხადა ეკა ზღულაძემ.

გლობალ TV-ს სატელიტური ანტენების დაყადაღების პროცესი პროკურატურამ დღეს დაასრულა, თუმცა გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის შესახებ პროკურატურა ინფორმაციას დამატებით გაავრცელებს.

კომენტარები