აქცია

მოსკოვში გამართულ ,,ქართველთა აქციის'' გაშუქებას ბლოგერ ილია ვარლამოვს სთავაზობდნენ

ცნობილ რუს ბლოგერს ილია ვარლამოვს, გუშინ მოსკოვში გამართული ,,ქართველების აქციის’’ გაშუქება სთხოვეს, რის სანაცვლოდაც 2 ათას დოლარამდე თანხა შესთავაზეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბლოგერმა გაავრცელა.

ილია ვარლამოვი საკუთარ ბლოგზე წერს, რომ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება მიიღო ქალბატონისგან, რომელიც ორგანიზაცია ,,საქართველოს ხმა-სამართლიანი არჩევნებისთვის’’ წარმომადგენლად გაეცნო და 24 ივნისის აქციაში ფოტოჟურნალისტად მუშაობა შესთავაზა. ვარლამოვს გადაღებული ფოტომასალა და ინფორმაცია საკუთარ ბლოგზე უნდა გამოექვეყნებინა.

,,ვუთხარი, რომ თუ რაღაცისთვის ვიღებ ფულს, ამის შესახებ ყოველთვის ვწერ. პოსტის დასაწყისში იქნებოდა წარწერა , რომ ამ ღონისძიების გაშუქებისთვის თანხა გადამიხადეს. ამის შემდეგ ქალბატონი გაქრა.’’-წერს ბლოგზე ილია ვარლამოვი.

,,ქართველთა აქცია’’ საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, მოსკოვში გუშინ გაიმართა.

რა­დიო Эхо Москвы-ს ბლო­გე­რი და ფო­ტოგ­რა­ფი ზუ­რაბ ჯა­ვა­ხა­ძე, სა­კუ­თა­რი ბლო­გის სა­შუ­ა­ლე­ბით იუწ­ყე­ბა, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა უმე­ტე­სო­ბას შედ­გენ­დნენ არა ქარ­თვე­ლე­ბი, არა­მედ  სხვა­დას­ხვა წარ­მო­მავ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მხარ­და­სა­ჭერ აქ­ცი­ებ­ზეც და­დი­ან. მათ შო­რის მიგ­რან­ტე­ბი ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­დან, ასე­ვე პენ­სი­ონ­რე­ბი, უსახ­ლკა­რო­ე­ბი და უს­ტი­პენ­დიო სტუ­დენ­ტე­ბი. აქ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მო­მი­ტინ­გე­ებ­მა ქარ­თუ­ლი დრო­შე­ბი და მა­ი­სუ­რე­ბი ჩა­ა­ბა­რეს და ფუ­ლის მი­სა­ღე­ბად წა­ვიდ­ნენ.

კომენტარები