მკვლელობა

მოსკოვში 30 წლის ქალმა შვილები 15-ე სართულიდან გადააგდო

მოსკოვში 30 წლის გალინა რიაბკოვამ საკუთარი შვილები მოკლა. რიაბკოვამ 4 და 7 წლის ბიჭები საცხოვრებელი კორპუსის 15-ე სართულიდან გადააგდო, იმ მოტივით, რომ ,,ისინი აბრაზებდნენ’’.

მეზობლების მცდელობის მიუხედავად, ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა და ისინი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალნენ. გალინა რიაბკოვამ კი მკვლელობის შემდეგ განაცხადა, რომ შვილების საქციელი ,,ყელში ამოუვიდა’’ და ,,მათი თავიდან მოშორება გადაწყვიტა’’.

გალინა რიაბკოვა პოლიციამ დააპატიმრა, მისი მეუღლე შემთხვევის დროს საქმიან მივლინებაში იმყოფებოდა. ოჯახი კორპუსის 8-ე სართულზე ცხოვრობდა, როგორც აღმოჩნდა რიაბკოვამ შვილები 15-ე სართულზე აიყვანა, შემდეგ კი ამ სიმაღლიდან გადააგდო.

30 წლის რიაბკოვა ფსიქიატრიულ კლინიკაში გაიგზავნება,  ფსიქიატრული შემოწმების გასავლელად, რის შემდეგაც გადაწყდება რა კუთხით გაგრძელდება გამოძიება. 

კომენტარები