ივანიშვილი პოლიტიკაში

არჩილ კბილაშვილი: დაყადაღებული წილების აუქციონზე გატანა ერთი თვის ვადაში მოხდება

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ქართუ ჯგუფის და პროგრესის ბანკის აქციების დაყადაღებული წილების საექსპერტო შეფასება და აუქციონზე გატანა 30 დღის ვადაში უნდა მოხდეს. მისი თქმით, დაყადაღებული ქონების აუქციონზე გატანის გადადება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი ქართუ ჯგუფის სარჩელის საფუძველზე სასამართლო აღსრულების პროცესს შეაჩერებს.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გუშინ სასამართლოს ორი ოქმის საფუძველზე ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში", აქციების 100%-ს სს "ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს "პროგრეს ბანკში".

აღნიშნული საკითხის კომენტირებისას კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაყადაღებული ქონება ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობას ბევრად აღემატება.

 

კომენტარები