საგარეო ვაჭრობა

საქართველოდან გერმანიაში ექსპორტი 119,6%-ით გაიზარდა

2012 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართელოდან გერმანიაში ექსპორტი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 119.6%-ით (12 188 დოლარით) გაიზარდა. იმავე პერიოდში გერმანიიდან საქართელოში იმპორტი 58%-ით (96 280 დოლარით) გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია Black Sea Press საქსტატის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოდან გერმანიაში ექსპორტში ზრდა უმთავრესად თხილისა და კაკლის ხარჯზე მოხდა, ექსპორტმა ამ ნაწილში 9531 დოლარი შეადგინა. გაიზარდა ასევე ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი და 3559 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს, ზრდა უმთავრესად ელექტროტექნიკისა და ავტომობილის ნაწილში მოხდა.

გერმანია საქართველოს მესამე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი იყო იანვარ-მაისის პერიოდში. სრულ ვაჭრობის ბრუნვა ამ პერიოდში 284.9 მილიონი დოლარი იყო. ეს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვის 7%.

კომენტარები