ქართული ღვინო

საქართველოში იტალიის ელჩი ღვინის ინდუსტრიის იტალიელ წარმომადგენლებს უმასპინძლებს

საქართველოში იტალიის ელჩი პირველ ივლისს ღვინის ინდუსტრიის იტალიელ წარმომადგენლებს უმასპინძლებს. დელეგაციაში იქნებიან ღვინის სიახლეებზე მომუშავე ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები და ბიზნესმენები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრას დაესწრებიან, საქართველოში ღვინის მწარმოებლები, გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, აშშ-ის და თურქეთის ელჩები, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სხვა საჯარო მოხელეები.

კომენტარები