ინტოქსიკაცია

წყალმომარაგების კომპანია ქლორის გაჟონვაზე პასუხისმგებლობას შპს კრისტალს აკისრებს

ლილოში გუშინ მომხდარ ინცინდენტზე პასუხისმგებლობას, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია შპს კრისტალს აკისრებს.

ქლორის ავზი, საიდანაც გუშინ ღამით ქლორის გაჟონვა მოხდა, შპს კრისტალს ეკუთვნოდა, რომელთანაც გაერთიანებულ  წყალმომარაგების კომპანიას კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, ტენდერში გამარჯვებული შპს კრისტალი სრულიად აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ხელშეკრულების თანახმად, შპს კრისტალს ეტაპობრივად უნდა განეხორციელებნინა 50 ტონა თხევადი ქლორის კონტეინერით მოწოდება. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, კონტრაქტის მიხედვით ამაზე პასუხისმგებლობა შპს კრისტალს ეკისრებოდა.

გუშინ ღამით, ლილოს დასახლებაში ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა, რომლებიც თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

კომენტარები