პაპუა ახალი გვინეა

კანიბალები საარჩევნო პროცესს აჭიანურებენ

საერთაშორისო გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, დაახლოებით 500 კაციანი კანიბალების სექტის თავდასხმებმა, პაპუა ახალი გვინეაში ორკვირიანი საპარლამენტო არჩენების დასრულება მინიმუმ ერთი კვირით გადადო. არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა პარასკევს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მოსახლეობას საარჩევნო უბნებში მისვლის ეშინია.     

საქმე იმაშია, რომ უკანასკნელ პერიოდში კანიბალების სექტის მიმდევრებმა 7 ადამიანი (5 მამაკაცი და 2 ქალი) მოკლეს და შეჭამეს. სამართალდამცავებმა მკვლელობების სერიასთან კავშირში 29 ადამიანი დააკავა, მათ შორის 13 წლის არასრულწლოვანი.  

თავის დროზე კანიბალების სექტა თვითგამოცხადებულ ჯადოქრებს დაუპირისპირდა. ოკეანეთის ამ პატარა ქვეყანაში ბევრი ადამიანია შავი მაგიის მიმდევარი. ჯადოქრები მოსახლეობას სხვადასხვა დაავადებებისგან განკურნების სანაცვლოდ ფულს სძალავენ. კანიბალების სექტის მიმდევრები კი ამტკიცებენ, რომ მათ აქვთ განსაკუთრებული უნარი გამოავლინონ კუდიანები.

თუმცა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილმა მკვლელობებმა,  სოფლის მოსახლეობა დააშინა. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ერთ-ერთი პირველი ინციდენტის დროს, სექტის წევრებმა მსხვერპლს გული და ტივნი ამოჭრეს, შემდეგ კი მისი სისხლი დალიეს.

კანიბალების შიშთან ერთად, პაპუა ახალი გვინეის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ისინი საარჩევნო ხმების გაყალბებაზე და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე აპელირებენ. არჩევნების პროცესს ისიც აჭიანურებს, რომ მოშორებული სოფლებიდან მოქალაქეებს უჭირთ საარჩევნო უბნებში გამოცხადება.     

კომენტარები