ქართული ოცნება

ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს

პოლიტიკური პარტია საქართველოს გზის ლიდერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ჩამოვიდა და აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე, კოალიცია ქართული ოცნების პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კოალიცია ქართული ოცნება დაინტერესებულია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით, თუმცა შეხვედრის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.

დღესვე მაია ფანჯიკიძემ ბიძინა ივანიშილისთვის ქართუ ბანკის ჩამორთმევისა და შპს ბურჯის დაჯარიმების საკითხებზე ისაუბრა.

,,ბიძინა ივანიშვილის იდეების კაპიტალი სულ უფრო იზრდება. მისთვის ამ ბანკის ჩამორთმევა ვერ აყენებს მის ვერც პოლიტიკურ და ვერც ფინანსურ კაპიტალს ზიანს. ბანკი ქართუ არის ინვესტიცია, რომელიც მან თავისი ხალხის ხელშეწყობისთვის განახორციელა.’’-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

კომენტარები