ივანიშვილი პოლიტიკაში

ბერა ივანიშვილის ტელევიზია ეთერში აგვისტოში გავა

ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ტელევიზია GDS TV (Gerogian Dream Studio) მაუწყებლობის დაწყებას აგვისტოდან აპირებს. Грузия онлайн-ის ინფორმაციით, არხის პროდიუსერის ელენე კოლელიშვილის განცხადებით, GDS TV გასართობ-შემეცნებითი მიმართულების იქნება და უმთავრესად ახალგაზრდების ინტერესებზე იქნება ორიენტირებული.

„GDS TV მრავალფეროვანი, სახალისო და შემეცნებითი ტელევიზია იქნება, ისეთი, ჯერ რომ არ არსებობს ქართულ ტელესივრცეში. სამაუწყებლო ბადე სხვადასხვა მიმართულების ბევრი გადაცემით შეივსება. მათი დიდი ნაწილი ქართული იქნება, უცხოური პროდუქციიდან მხოლოდ ფილმებსა და მუსიკალურ კლიპებს შევიძენთ.” - აღნიშნა ელენე კოლელიშვილმა.

მისი თქმით, აქცენტს ახალ სახეებზე აკეთებენ, ამიტომ ეკრანზე ბევრი ცნობილი ადამიანი არ გამოჩნდება. მისივე განცხადებით, რუსთავი 2-დან წასული იუმორისტები GDS TV-ზე იმუშავებენ.

 

კომენტარები