ავიაბაზარი

ახალი ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე

საქართველოს ბაზარზე  რუსული ავიაკომპანია  UTair-Ukraine Airline შემოვიდა და 25 ივლისიდან ყოველ ოთხშაბათს რეგულარულ რეისებს დონეცკის მიმართულებით  შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია 2009 წლიდან ოპერირებს და ძირითადად უკრაინისა და რუსეთის ბაზრებზეა წარმოდგენილი. მის ფლოტში არსებული თვითმფრინავები ექსპლუატაციის დაბალი ხარჯით გამოირჩევიან. საქართველოს ბაზარზე ბილეთი დონეცკისკენ ერთი მიმართულებით 365 ლარი ეღირება.

 

კომენტარები