NDI-ის კვლევა

პატრიარქის შემდეგ ყველაზე მეტი მოწონებით გიგი უგულავა სარგებლობს

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 60%-ს გიგი უგულავა მოსწონს. ის რეიტინგში პატრიარქის შემდეგ არის, რომელიც მოსახლეობის 92%-ს მოსწონს. მოსახლეობის 55%-ს მოსწონს პრემიერი ვანო მერაბიშვილი, რომელიც კვლევის ჩატარების პერიოდში ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

სააკაშვილი მოსახლეობის 58%-ს მოსწონს. აღსანიშნავია, რომ მისი მაჩვენებელი თებერვლის შემდეგ 12%-ით შემცრიდა. ნაციონალური მოძრაობიდან მოწონებით სარგებლობს დავით ბაქრაძეც, რომლის მიმართაც სიმპათია მოსახლეობის 53%-მა გამოხატა.  ბაქრაძის მოწონებამაც თებერვალთან შედარებით 8%-ით დაიკლო.

ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის 46%-ს მოსწონს, მაჩვენებელი თებერვლის შემდეგ 6%-ით გაიზარდა.  მოსახლეობის 50% მოწონებას გამოხატავს გიორგი თარგამაძის მიმართ. ირაკლი ალასანიას მიმართ სიმპატია მოსახლეობის 32%-მა დააფიქსირა, 39%-ს კი ის არ მოსწონს. ქართული ოცნების კიდევ ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი მოსახლეობის 26%-ს მოსწონს, 43%-ს კი არა. 

კომენტარები