არჩევნები 2012

ნატოში გაწევრიანების, განათლების, ჯანდაცვისა და დემოკრატიის საკითხებს მმართველი პარტია უკეთ გაუმკლავდება

NDI-ის კვლევის მიხედვით,  ნატოში გაწევრიანების (33%), განათლების (33%), ჯანდაცვის(30%) და დემოკრატიის (29%) საკითხებს მმართველი ნაციონალური მოძრაობა უკეთ მოაგვარებს, ვიდრე სხვა რომელიმე პარტია.

დასაქმების საკითხთან დაკავშირებით, მოსახლეობის 28% თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობა უკეთ მოაგვარებს ამ საკითხს, 24% კი ქართულ ოცნებას ამჯობინებს. სოფლის მეურნეობაში მმართველი პარტიის ეფექტიანობის 26%-ს სჯერა, ქართული ოცნების კი 24%-ს. ტეირტორიულ მთლიანობის საკითხის მოგვარებაში უპირატესობას მმართველ პარტიას მოსახლეობის 26% ანიჭებს, ქართულ ოცნებას კი 21%. გადასახადებისა და ინფლაციის საკითხების მოგვარებას, მოსახლების25%-ის აზრით,  ნაციონალური მოძრაობა უკეთ შეძლებს, 21%-ის აზრით კი, ქართული ოცნება. რუსეთთან ურთიერთობას მოსახლეობის 25%-ის აზრით, ქართული ოცნება უკეთ შეძლებს, 22%-ის თქმით კი, ნაციონალური მოძრაობა. აღსანიშნავია რომ დასაქმების, სოფლის მეურნეობის, ტერიტორიული მთლიანობის, გადასახადების და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე ორ პოლიტიკურ ძალას შორის განასხვავება 3%-იან ცდომილებას მცირედით ცდება.  

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ ყველა აღნიშნული საკითხის წარმატებით მოგვარების მხოლოდ 2-3%-ს სჯერა. 

კვლევა 4-22 ივნისს ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299 რესპოდენტი გამოიკითხა. ამ დროისთვის ვანო მერაბიშვილი პრემიერად არ იყო დანიშნული და მთავრობას ახალი პროგრამა წარდგენილი არ ჰქონდა. 

კომენტარები