გარუჯვა

ხელოვნური გარუჯვის უარყოფითი ეფექტები

ხელოვნურმა გარუჯვამ და გასარუჯმა ლოსიონებმა შესაძლოა გამოიწვიოს კიბოს გაჩენა, უნაყოფობა, ან ორსულობის შემთხვევაში, ზიანი მიაყენოს ნაყოფს,- განაცხადა ევროპის გარემოს დაცვის სააგენტომ.

გასარუჯი კრემები და ლოსიონები ხშირად შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორებიცაა ფორმალდეგიდი და ნიტროსამინი, რომლებიც ორგანიზმში უჯრედების მუტაციას უწყობს ხელს და ჰორმონალურ ცვლილებებს იწვევს.

ორგანიზაცია ურჩევს მომხარებლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი კრემების გამოყენებისგან, რადგან ისინი ჯერ სრულიად არ არის შესწავლილი. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, ჟაკელინ მაკგლედის განცხადებით, მსგავსი პროდუქტების ხშირად გამოყენება აღიზიანებს კანს, იწვევს ალერგიას და გარდა ამისა, შესაძლოა გახდეს დიაბეტის გამომწვევი მიზეზიც.

კომენტარები