კინო

The Bourne Legacy ბორნის გარეშე

ჯეისონ ბორნი ეკრანებზე `ბრუნდება`, მხოლოდ ბორნის გარეშე. ტრილოგიას მეოთხე ფილმი - The Bourne Legacy (ბორნის მემკვიდრეობა) აგრძელებს, მხოლოდ მთავარი პერსონაჟის გარეშე. ახალი ფილმი `ბორნის ულტიმატუმის` სიუჟეტის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. მოვლენები ამჯერად აარონ ქროსის გარშემო ვითარდება. ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთ-ერთი პროექტის, აუთქამის ნაწილია. მას შემდეგ, რაც ჯეისონ ბორნმა პროექტ ბლექბრაიერის დისკრედიტაცია მოახდინა, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, აუთქამის არსებობის ყველანაირი კვალი გააქროს. გამოსავლის ძებნაში ქროსს ექიმი მარტა შირლინგი (რეიჩელ უაიზი) ეხმარება.

ახალ ფილმს ახალი რეჟისორი ჰყავს - ტონი გილროი, რომელიც წინა ფილმების ერთ-ერთი სცენარისტია. სიახლეა ისიც, რომ მეოთხე ფილმში ვეღარ ვნახავთ მეთ დეიმონს. თავდაპირველად, ეს უკანასკნელი ჩართული იყო ახალ პროექტში, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პოლ გრინგრასმა რეჟისორობაზე უარი თქვა, დეიმონმა ფილმში თამაშზე უარი განაცხადა.

The Bourne Legacy-ის პრემიერა შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში, 10 აგვისტოს იგეგმება. 

კომენტარები