შსს

შპს ბურჯის მიმართ გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც საუბარია 6 აგვისტოს ღამეს მომხდარ ინციდენტზე. კერძოდ, შპს ბურჯის ცალკეულმა თანამშრომლებმა (ამჟამად დაუდგენელმა პირებმა) ხელი შეუშალეს აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებს, რომლებიც სააღსრულებო პროცესს აწარმოებდნენ, ავტომანქანების ტრანსპორტირების დროს.
„ საპატრულო  პოლიციამ უზრუნველყო კანონიერების დაცვა და ავტომობილების ტრანსპორტირება.  სააღსრულებო ღონისძიებებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებულია  გამოძიება,“ - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები