Facebook

ამერიკაში Like-ის განუყოფელ კონსტიტუციურ უფლებად აღიარებას ითხოვენ

ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირი (ACLU) ითხოვს, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ზე Like-ის გაკეთება ადამიანის განუყოფელ კონსტიტუციურ უფლებად ჩაითვალოს.

რაიმის "დალაიქების" კონსტიტუციურ უფლებად ცნობის მოთხოვნა მოჰყვა შემთხვევას გაზაფხულზე, როდესაც ვირჯინიის შტატის ერთ-ერთ ქალაქში, რამდენიმე ადამიანი საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს. შესაძლოა მათი გათავისუფლების მიზეზი ის ყოფილიყო, რომ მათ მათი ხელმძღვანელის ოპონენტის Facebook-ზე გაკეთებულ გვერდს გაუკეთეს Like. შემთხვევას სასამართლო მოჰყვა, მოსამართლემ კი დაადგინა, რომ დალაიქება არ გამოხატავს სიტყვის თავისუფლებას იმდენად, რომ კონსტიტუციით იყოს დაცული.

მოსამართლის გადაწყვეტილებამ Facebook-სა და ACLU-ს უბიძგა სასამართლოსთვის თავიანთი მოსაზრება გადაეგზავნათ. სოციალური ქსელისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის ორგანიზაციის აზრით, რაიმის დალაიქება ისევე წარმოადგენს სიტყვის თავისუფლების გამოხატვას, როგორც სოციალურ ქსელში გაკეთებული სიტყვიერი კომენტარი.

კომენტარები