არჩევნები 2012

ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

მმართველმა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. ვაკეში კენჭს გიორგი კარბელაშვილი იყრის , მთაწმინდაზე – არჩილ გეგენავა, კრწანისში – დავით საყვარელიძე, გლდანში – ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, ნაძალადევზე – მერაბ სამადაშვილი, ჩუღურეთში – ანდრო ალავიძე, ისანში – გიორგი ვაშაძე, სამგორში - მიხეილ მაჭავარიანი, საბურთალოზე – ანდრია ურუშაძე და დიდუბეში - გიორგი ჩაჩანიძე. 

კანდიდატები პარლამენტისთავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და თბილისის მერმა გიგი უგულავამ წარადგინეს. ბაქრაძის თქმით, ის დარწმუნებულია მაჟორიტარების კანდიდატების წარმატებაში, რადგან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს ყველაზე კარგად ესმით თბილისელების პრობლემები. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მაჟორიტარობის თითოეული კანდიდატის წარდგენა მომდევნო დღეებში თითოეულ საარჩევნო ოლქში ინდივიდუალურად მოხდება, სადაც კანდიდატები მათი საარჩევნო ოლქის პრობლემებზე დეტალურად ისაუბრებენ.

კომენტარები