საპარლამენტო არჩევნები

შალვა ნათელაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა: გლდანი - პარტიის გენერალური მდივანი და პარლამენტის წევრი იოსებ შატბერაშვილი, ნაძალადევი - პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა,  ჩუღურეთი - პარტიის კოორდინატორი იოსებ სამხარაძე, სამგორი - პარტიის დამფუძნებელი გიორგი ბიჭაშვილი, ისანი - კახაბერ ძაგანია, კრწანისი - პარტიის საორგანიზაციო მდივანი კონსტანტინე გუგუშვილი, მთაწმინდა - პარტიის კოორდინატორი პაატა ჩოხელი, ვაკე - საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი ლეილა გაფრინდაშვილი, დიდუბე - პარტიის აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე, საბურთალო - მწერალი გურამ პეტრიაშვილი.

კომენტარები